ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სასანქციო სიაში ბელარუსის ხელისუფლებისა და ბიზნესის 88 წარმომადგენელია შეყვანილი, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო.
„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, 2022 წლის 28 თებერვლამდე გაახანგრძლივოს აკრძალვითი ზომები ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რაც მათ მხრიდან ძალადობრივ რეპრესიებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების დაშინებას უკავშირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.