სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს ერევანში აქციაზე სიტყვით გამოვა.
„დღეს 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოვალ. მანამდე მოედანზე ვიკრიბებით. პოლიცია და სამართალდამცველი ორგანოები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.