ნიუ იორკის გუბერტანტორს, ენდრიუ კუომოს ყოფილი მრჩეველი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ლინდსი ბოილანის მტკიცებით, 2017 წელს კუომომ მას გაშიშვლებაზე ბანქოს თამაში შესთავაზა.
პირველად ბოილანმა ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დეკემბერში დაადანაშაულა, რის შემდეგაც კუომოს ანალოგიური ბრალდება რამდენიმე ქალმა წაუყენა. ნიუ-იორკის გუბერნატორის მრჩევლად ლინდსი ბოილანმა რამდენიმე თვე იმუშავა.
კუომო ბრალდებებს უარყოფს.