სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ონიკ გასპარიანმა, მისმა მოადგილეებმა, სამმართველოების უფროსებმა და სამხედრო დანაყოფების მეთაურებმა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი პროტესტს გამოხატავს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის უსაფუძვლოდ დათხოვნის გამო.
„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.