ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ ვერ გამოიყენა რუსული „ისქანდერები“

ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ ვერ გამოიყენა რუსული „ისქანდერები“

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამხედრო მოქმედებებისას რუსული „ისქანდერები“ მათი გამოუსადეგარობის გამო ვერ გამოიყენა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების გამოუყენებლობაში დაადანაშაულა. „სჯობს ის იკითხოს, თუ რატომ არ აფეთქდა „ისქანდერის“ რაკეტები ან რატომ აფეთქდა მხოლოდ 10%-ი,“-განაცხადა ფაშინიანმა.