აშშ-ის სენატმა გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე ლინდა ტომას-გრინფილდი დაამტკიცა.
მის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 20 სენატორი კი წინააღმდეგ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ლინდა ტომას-გრინფილდს ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში აფრიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობა ეკავა.