აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი სულ მცირე 250 ადამიანს წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი სასამართლო ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, ბრალდებულები აშშ-ის 40 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ცხოვრობენ.
ბრალდებულთა უმეტესობას ბრალი შეთქმულებაში, სამოქალაქო არეულობის დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლასა და კონგრესის მუშაობის შეფერხებაში ედებათ.
აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის სენატში კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გაიმართება. აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტი კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გამოკითხავს.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
"საქართველოს მეგობარ" ამერიკელ სენატორთა ჯგუფს, ამერიკის საელჩოს, ევროსაბჭოსა და ლიეტუვას პარლამენტთა წარმომადგენლებს არ გააგებინოთ ეს ამბავი, თორემ ძალიან უხერხულად იგრძნობენ თავს - აბა, საქართველოს რას ვერჩოდით ერთი მელიას დაკავების გამოო! :)