მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისთვის დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას timesofmalta ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვინსენტ მუსკატმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მონაწილეობდა ავტომობილის აფეთქებაში, რამაც რეპორტიორის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მუსკატს 15-წლიანი პატიმრობის გარდა 42 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
53 წლის დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ სახლთან ახლოს ავტომობილში ააფეთქეს. ის მალტელ პოლიტიკოსებსა და სხვა მაღალჩინოსნებს კორუფციაში ამხელდა.