აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ლიდერებმა კლიმატის ცვლილებებისა და ჩინეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ბაიდენი და ტრიუდო შეთანხმდენ, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროსთვის მავნე გაზების გამომუშავებას ნულამდე შეამცირებენ. ლიდერებმა კორონავირუსის პანდემიაზეც იმსჯელეს და COVID-19-თან ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ.
კანადის პრემიერთან საუბარი ბაიდენისთვის პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო.