იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, კონგოში იტალიის ელჩი, ლუკა ატანაზიო დაიღუპა.
„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ქალაქ გომში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი და კარაბინერების დანაყოფის თანამშრომელი დაიღუპა. დიპლომატი და სამხედრო გაეროს მისიის ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ინციდენტის დეტალები ჯერ გარკვეული არ არის.