აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის შუამდგომლობა უარყო და ნიუ-იორკის პროკურატურისთვის დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გადაცემა დაუშვა.
„უზენაეს სასამართლოს არასდროს უნდა დაეშვა ეს. არც ერთ პრეზიდენტს არ გადაუტანია მსგავსი რამე. ეს ყველაფერი „დემოკრატებისგან“ ინსპირირებულია“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მანჰეტენის პროკურატურის გამოძიება მისი ფინანსური გარიგებების შესახებ „კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობის გაგრძელებაა“.
„მე ვიბრძოლებ, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, მიუხედავად ყველა იმ საარჩევნო დანაშაულისა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს.“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.