თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 14 ადამიანი, რომელთაც ISIS-თან კავშირი ედებათ ბრალად, - ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის საიდუმლო წყარო აცხადებს, რომ ანტიტერორისტულმა პოლიციამ და სადაზვერვო ჯგუფებმა დედაქალაქ ანკარაში ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი 21 პირი იმყოფებოდა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
2013 წელს თურქეთი გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც Daesh/ISIS-ი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. მას შემდეგ, ქვეყანაში, ტერორისტების თავდასხმებს 315 ადამიანი ემსხვერპლა.