ემანუელ მაკრონი: საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთთან დიალოგს უნდა შეიცავდეს

ემანუელ მაკრონი: საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთთან დიალოგს უნდა შეიცავდეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთთან დიალოგს უნდა შეიცავდეს.

„ჩვენ თავიდან უნდა ავაშენოთ საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა. საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა მათ შორის რუსეთთან დიალოგს უნდა შეიცავდეს. ეს დიალოგი მომთხოვნი უნდა იყოს, თუმცა ეს დიალოგი ევროპაში მშვიდობისთვის აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ვფიქრობ, ნატოს ახალი პოლიტიკური იმპულსი სჭირდება. ალიანსს უფრო პოლიტიკური მიდგომა სჭირდება. ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.