ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს „დიდ შვიდეულში“ არ მიიწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
ჯენ ფსაკის განმარტებით, რუსეთის G7-ის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ნებისმიერი შესაძლო შეთავაზება ჯგუფის ყველა წევრთან პარტნიორობის ფარგლებში მოხდება.
„არ მგონია, რომ რუსეთს G7-ში გასაწევრიანებლად მოვიწვევთ. ცხადია, რომ მოწვევა მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.