მოსკოვს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნა აშფოთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 9 თებერვალს შავ ზღვაში გამართული ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სწავლება, რომელშიც თურქული სამხედრო გემებიც იყვნენ ჩართულნი, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის მეექვსე ფლოტს ძალიან უნდა შავ ზღვაში მტრის პოვნა. ამას სულ ტყუილად აკეთებენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.