შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის 43 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ე.წ. „შავ სიაში“ მოსამართლეები, პროკურორები, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები და მთავრობის წარმომადგენლები მოხვდნენ. მათ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტებით, სანქციები მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება.