აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და დავუდასტურე ჩვენი მოკავშირის, ისრაელის უსაფრთხოებისადმი აშშ-ის ურყევი ერთგულება. ჩვენი გუნდები მუდმივად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, რათა აშშ-სა და ისრაელს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაძლიერდეს“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.