რეპერ პაბლო ასელის დაკავებას კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბარსელონაში, ჟირონასა და რეგიონის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
რეპერის მხარდამჭერი აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რეპერის დაკავების მიზეზი მისი Twitter-პოსტები და სიმღერების ტექსტები გახდა, რომლებიც ესპანეთის სამეფო ოჯახისა და სახელმწიფო ორგანოების საწინააღმდეგო მოწოდებებს შეიცავს.
2 დღის წინ ასელი პოლიციაში მისვლის ნაცვლად ლეიდის უნივერსიტეტში მხარდამჭერებთან ერთად ჩაიკეტა. პოლიციამ ის ძალის გამოყენებით დააკავა. რეპერს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.