ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ცოლი წლის განმავლობაში საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სი სოლ ჩჟუ ქმართან ერთად „მენსუდის“ თეატრში გამართულ კონცერტს დაესწრო. ბოლოს ის კამერებმა 2020 წლის 25 იანვარს დააფიქსირა. მას შემდეგ სი სოლ ჩჟუ აღარავის უნახავს, რის გამოც მისი გაუჩინარების რამდენიმე ვერსია გავრცელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინის ცოლს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, სხვა ვერსიით კი, ის სახლიდან კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამოდიოდა.