ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საფრანგეთში მარტში დაგეგმილი რეგიონული არჩევნები ივნისამდე გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო.
საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეგიონული არჩევნები 13 და 20 ივნისს გაიმართება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 3 489 129 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 82 812 ადამიანი გარდაიცვალა.