დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ კორონავირუსის საფრთხე კვლავ რეალურია.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას ლოკდაუნიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს ლოკდაუნი უკანასკნელი იყოს. პროგრესი ფრთხილი და შეუქცევადი უნდა იყოს. ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისად ზუსტი მონაცემები ინფექციის გავრცელების შემცირებაზე ვაქცინების ეფექტურობის შესახებ. ჩვენ არ გვაქვს ყველა ის მყარი ფაქტი, რაც გვჭირდება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში ინფექციის დონე ძალიან მაღალია და საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების მაჩვენებელი უფრო დიდია, ვიდრე გასული წლის აპრილის პიკის დროს იყო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 047 843 შემთხვევა გამოვლინდა, 117 396 ადამიანი კი გარდაიცვალა.