რუსეთმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება.
ფრენები კორონავირუსის პანდემიიის გამო გასულ კვირას შეჩერდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.