ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელი, მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს დათანხმდა და ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა.
„პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პროფესორ მარიო დრაგის შეხვდა, რომელმაც თანხმობა გამოაცხადა, მთავრობას უხელმძღვანელოს, რომლის შემადგენლობაც მან პრეზიდენტს წარუდგინა“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე მარიო დრაგიმ იტალიის პარლამენტში წარმოდგენილ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა და მათი მხარდაჭერა მიიღო.
13 თებერვალს მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ ჯუზეპე კონტეს მთავრობაში შემავალმა ზოგიერთმა მინისტრმა თავისი თანამდებობა შეინარჩუნა. კერძოდ, მარიო დრაგის მთავრობაში რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, შს მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე, ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა, კულტურის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი და თავდაცვის მინისტრი ლორენცო გუერინი.