„ჭყონდიდის რეზიდენციაში, სადაც ასევე, არის დედათა მონასტერი, მძიმე ხმები დადის პეტრე ცაავაზე, მრუშობის ადგილად აქცია ეკლესია...“

„ჭყონდიდის რეზიდენციაში, სადაც ასევე, არის დედათა მონასტერი, მძიმე ხმები დადის პეტრე ცაავაზე, მრუშობის ადგილად აქცია ეკლესია...“

წმიდა სინოდის განჩინებით, შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას. სინოდის განჩინებაში ნათქვამია, რომ პეტრე ცაავას უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მიზანმიმართული საქციელი – ცრუ ინფორმაციის საფუძველზე გააღიზიანოს საზოგადოება, მიაღწიოს პოპულიზმს და ეკლესიის დისკრედიტაციას.

„სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას“, – ნათქვია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში.

კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ღიმილისმომგვრელს უწოდებს აკრძალვაში მყოფი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და აცხადებს, რომ ეს დროის გაყვანისა და საკითხის გადაგორების მიზნით ხდება. აკრძალვაში მყოფი მიტროპოლიტი აგრძელებს კათოლოკოს პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ ცილისწამებას და აცხადებს, რომ მასთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, რომ ის საპატრიარქოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, პეტრე ცაავამ თავისი ქმედებებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა და ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. როგორც მეუფე ამბობს, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, ვერსად დამემალება.

„მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით, გუშინ მან თავის თავს საბოლოოდ განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ აღარ ექნება, პასუხს აგებს ცილისწამებებზე, პირადად მე ვერსად ვერ დამემალება. ვერ დაიცავს ვერავინ, ვერც უცხოეთი, ვერც აქ მთავრობიდან და ვერც ოპოზიციიდან. ეჭვი მიჩნდება, რასაც სხვებზე ლაპარაკობს, მაგ საქმეზე რომ ჩაეძიოთ, მაგაზეც რაღაცები გაიგოთ. გამყიდველი კაცია, პირდაპირ გეტყვით, სინდისი გაყიდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

აკრძალვაში მყოფი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. უკვე ცნობილია, რომ პეტრე ცაავა განკვეთილი იქნება ეკლესიიდან, რასაც სწორად მიიჩნევს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, პეტრე ცაავა არის ადამიანი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

სინოდის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სპეციალური კომისია რომელიც იმსჯელებს პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და ამის შემდეგ უკვე სინოდი გადაწყვეტს განკვეთავენ თუ არა ეკლესიიდან. პეტრე ცაავას განცხადებები თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან - საუბრობს ეკლესიაში რუსულ სცენარზე; შეურაცხყოფს პატრიარქს; ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია დავითგარეჯის საქმე... თვლით, რომ აუცილებელია მისი განკვეთა ეკლესიიდან?

დავით ზარდიაშვილი: არავითარი მეუფე, პეტრე ცაავა არ არის მღვდელმთავარი, ეგ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურის გამო თავის თამაშს თამაშობს, იგივეს აკეთებს რასაც ნაციონალები აკეთებენ. ნაციონალები ებრძვიან სახელმწიფოს, ქვეყანას, პეტრე ცაავა ებრძვის ქართულ ეკლესიას და ცდილობს ამით პირადი სარგებელი ნახოს. რა თქმა უნდა, ეკლესიის გადასაწყვეტია, უნდა განიკვეთოს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის აზიანებს როგორც ეკლესიას, ასევე ქვეყანას.

როცა ასეთი მღვდელმსახური ჯერ კიდევ არის ეკლესიაში, რომელიც არ ერიდება არაფერს, უმძიმეს ბრალდებას აჟღერებს პატრიარქის წინააღმდეგ, რომელსაც არ იკადრებს არათუ მღვდელმთავარი, არამედ უკანასკნელი მტერიც კი, მე, როგორც რიგითი ქართველი, შეშფოთებული ვარ. საქართველოს პატრიარქზე, ამ მხცოვან კაცზე, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს მთელს მსოფლიოში, ეს ბინძური კაცი ისეთ ბარალდებას აჟღერებს, რომელთა გამეორება შეუძლებელია. ქვეყნის და ეკლესიის მტერი ვერ იტყოდა ასე პირდაპირ იმას, რასაც ცაავა ბედავს. პეტრე ცაავა სადმე ქუჩაში რომ შემხვდეს, შეიძლება თავი ვერ შევიკავო და შემოვულაწუნო.

როგორ ფიქრობ, პეტრე ცაავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოქმედებს, როცა მის პოზიციას ახმოვანებს?

– რა თქმა უნდა. ცხადია, ისინი ერთ თამაშს თამაშობენ და ამ თამაშის მოტივი არის პირადი სარგებელი. ნებისმიერი ნაძირლობის ფასად ცდილობენ მიიღონ რაღაც სარგებელი. პირადი სარგებლისთვის ყველაფერზე არიან მზად, როგორიცაა გარეჯის გაყიდვა, პატრიარქზე შეტევა, რაც ყველაზე შემაძრწუნებლია.

სამწუხაროდ, ეს კაცი, ჯერ კიდევ ეკლესიის წევრია. მართალია, შეჩერებული აქვს მღვდელმთავრის ხარისხი, მაგრამ ჯერაც შეჩერებული არ აქვს სტატუსი. როცა ასეთი შინაგანი მტერი გყავს, რომელიც გარეშე მტერზე გაცილებით საშიშია, მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიას სერიოზული ზომები აქვს მისაღები. მე ვერაფერს ვურჩევ ეკლესიას, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ განკვეთავენ ეკლესიიდან, რადგან მისი შეჩერება შეუძლებელია, ისევე როგორც ნაციონალების შეჩერება არის შეუძლებელი.

გარდა საეკლესიო სამართალისა, რაც გულისხმობს ეკლესიიდან განკვეთას, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, უნდა არსებობდეს კანონი...

– არ ვიცი, რჩევას ვერავის მივცემ, სინოდის გადასაწყვეტია... მჯერა, რომ სინოდი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც საჭიროა. ჩვენ, რიგითმა მრევლმა უნდა მივიღოთ სინოდის გადაწყვეტილება და ცხადია, რომ უნდა დავემორჩილოთ. ეს პეტრე არ ემორჩილება საეკლესიო სამართალს, სახელმწიფოს კრიჭაში უდგას.

ეს არის მღვდელმსახური, რომელიც საკუთარ პატრიარქს ასე უტიფრად ლანძღავს, არ ემორჩილება საეკლესიო განაწესს და სინოდი მოთმინებით ეკიდება ამას, მაგრამ მეტისმეტი მოთმინება შეიძლება წამახალისებელი იყოს იმ დაუმორჩილებლობის, რასაც ვაკვირდებით. თქვენი კითხვა რიტორიკულია, თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ადამიანის ადგილი ეკლესიაში არ არის.

პეტრე ცაავასთან მიმართებაში არის უამრავი კითხვა იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ის მსახურობდა ყაზბეგში. ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც მოუწია ეპარქიის დატოვება, იყო ის უღირსი ქმედება, რაშიც სხვებს ადანაშაულებს. არ ფიქრობთ, რომ ლეგიტიმურია საკითხის დასმა – დაიწყოს პეტრე ცაავას წარსულით ყველაფრის გარკვევა!

– უდავოდ, გეთანხმებით. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ყაზბეგში, არამედ სამეგრელოშიც იყო ეს პრობლემა. ჩემს მეგობარს, კლიმენტი კეკუტიას, რომელიც სალხინოში ცხოვრობს, კონფლიქტი ჰქონდა მასთან. მისგან ვიცი, რომ ჭყონდიდელის რეზიდენციაში, სადაც ასევე არის დედათა მონასტერი, იქაც მძიმე ხმები დადის, მრუშობის ადგილად აქცია ეკლესია, რასაც ასევე გამოკვლევა სჭირდება. ამ ადამიანის დაცემის ხარისხი ვნახეთ. პატრიაქტის შეურაცხყოფა არის მთელი ეკლესიის, ერის და ბერის შეურაცხყოფა. ათეისტიც რომ იყო ადამიანი, არ უნდა იკადრო, მაგრამ ზრდილობის მიღმაა, ეთიკური ქცევის გარეთ არის. ძალიან ამაზრზენი ადამიანია.

ოპოზიციის და მასთან აფილირებული მედიის მიერ აქტუალურია სასულიერო პირების „მხილება“, როგორ დააგროვეს უძრავი ქონება. მაგრამ იგივე წარმატებით არ ინტერესდებიან პეტრე ცაავას მიერ დაგროვილი ქონებით. ვიცით, რომ ეკლესიაში წავიდა მას შემდეგ, რაც წააგო საპარლამენტო არჩევნები. 5 წელში ხდება ეპისკოპოსი, რასაც ასევე მოჰყვა მისი გამდიდრება. ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში...

– ეკლესიაში ქონების დასაგროვებლად არავინ არ მიდის. აი, პეტრე ცაავამ აშკარად ასე გააკეთა და არც არის გასაკვირი. უღირსი მღვდელმსახური ამასაც კადრულობს, რაც არის წარმოუდგენელი, საშინელებაა. ბერია, ეპისკოპოსის ხარისხში იყო აყვანილი. აღქმა აქვს დადებული, რომ არ იზრუნებს იმისთვის, რომ მოიპოვოს რაიმე მიწიერი სიმდიდრე. მან პირიქით გააკეთა, დააგროვა სიმდიდრე და ამის შესახებ ვიცით ყველამ. ესეც ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული, რითაც, საბოლოო ჯამში, ეკლესიას უტყდება სახელი.

ზაზა მალე მოგეტყვნება დედის წიპი
3 წლის უკან
trampi ეეეეხ..... ზაზა ... ზაზა
მაინც ვერ ისვენებ....დღემდე მაინც საქართველოზე იყრი ჯავრს!
.....არადა ჩვენ ადრე რამდენჯერმე გვილაპარაკია.....
იქნებ შენც იმას ამბობ გარეჯის ეგ ნაწილი აზერბაიჯანისაააო??..ეგრეაააა?
შენ ხომ ზვიადის გვერდით იდექი.......მერე? ეს გიჟი ხომ ზვიადის სრულიად საპირისპირო საქმეეებს აკეთებს? მერე მიშაზე ასე ძააან რატო აფანატებ?
მხოლოდ იმიტომ რომ ედიკა გადაააგდო და ზვიადის გამო თქვენი ჯავრი იყარა, (ასე ვთქვათ გული მოგფხანათ) ზვიადის ერთგულება მიშაზე როგორ გადაიტანე----ეგ ხომ საქართველოს მტერია?(ისევე როგორც ბევრი სხვა.... ადრეც და ეხლაც ფულის გამო ბევრი ებრძვის--ებრძოდა საკუთარ ქვეყანას)
მერე??
არა ,.. ეს ოცნება რომ ნაგავია გასაგებია, არ უნდა მაგას მტკიცება, მაგრამ შენ საქციელს უბრალოდ ვერ ვიგებ (ისე მე ნაცებს და მაგათ ერთ დიდ ხაროში ჩავყრიდი და დავაჭმევინებდი ერთმანეთს)
თან ამბობ უზენაესი საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავიო...გასაგებია...... წესით განათლებული წესიერი კაცი უნდა იყო და ასე მწარედ რატო იქცევი? ბოლო ბოლო არ შეგფერის ...ისე კი ნება შენია-- რაც გინდა და როგორც გინდა ისე ქენი... მაგრამ შენგან მასეთი საქციელი უბრალოდ საწყენია...,.........მასე ,,სხვებსაც,, ადგებათ ,,ჩრდილი,,
მოკლედ უბრალოდ მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი
აბა ჰეე.....სიკეთე გქონდეს
3 წლის უკან