დიდუბის რაიონის გამგეობა, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.
ამჯერად, ბაქრაძის ქუჩის N6-ში წყალარინების ქსელი ეწყობა. სამუშაოებისთვის 60 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტის დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.