ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის სამმართველომ ქვეყნის ტერიტორიაზე BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა.
მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია სანდოობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს არღვევს.
„ვინაიდან არხი ჩინეთში მაუწყებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, BBC World News-ი ვერ შეძლებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა (Ofcom) ჩინეთის გლობალურ სატელევიზიო ქსელს (CGTN) დიდ ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.