აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა და სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2019 წელს გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ფედერალური დაფინანსების გამარტივებულ პროცედურას უზრუნველყოფს.
„დავასკვენი, რომ სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უსაფუძვლო იყო“, - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია არ დაუშვებს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობაზე ფედერალური თანხების დახარჯვას.