ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.
აფეთქება „მაგნიტის“ ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.