აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, მხარეებმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის, კლიმატის ცვლილებისა და მსოფლიოში შეიარაღების გავრცელების პრევენციის საკითხები განიხილეს.
„დღეს პრეზიდენტ სის ვესაუბრე და ჩინელ ხალხს ახალი წელი მივულოცე. ასევე გავუზიარე შეშფოთება პეკინის ეკონომიკური პრაქტიკის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ტაივანის იძულების შესახებ. ვუთხარი, რომ ჩინეთთან ვითანამშრომლებ, როდესაც ეს ამერიკელ ხალხს სარგებელს მოუტანს“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.