ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, ერთ დღეში ორი თავდასხმა მოხდა. შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ერთი თავდასხმა ქალაქის სამხრეთით მოხდა და მას ოთხი სახელმწიფო მოხელის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ქაბულის აღმოსავლეთით, რა დროსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ერთ-ერთი მძღოლი დაიღუპა. პირველ შემთხვევაში, მოქალაქეებს თავს შეიარაღებული პირი დაესხა და მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. მეორე შემთხვევაში, ავტომობილი ბომბზე აფეთქდა.
თალიბანი მომხდართან კავშირს უარყოფს.