თურქეთი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„პირველი მისია შესრულდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერთი თვის წინ თურქეთმა კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობით დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა. წლის მეორე კვარტალში ორბიტაზე კიდევ ერთი თურქული თანამგზავრის გაშვება იგეგმება.