ბრაუზერი Google Chrome 2005 წლამდე გამოშვებულ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე აღარ იმუშავებს.
გამოცემა Techradar-ის ინფორმაციით, კომპიუტერები, რომლებსაც Intel x86-ის პროცესორები აქვთ, Supplemental Streaming SIMD Extensions 3-ის ჯგუფის მხარდაჭერით ვერ ისარგებლებენ და შესაბამისად, მათზე Google Chrome-ს ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება.
2005 წელს ზემოთ გამოშვებული კომპიუტერების უმრავლესობას კი SSE3-ის მხარდაჭერა აქვს და მათი მომხმარებლები Google Chrome-ს ბრაუზერით სარგებლობას შეძლებენ.