აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი 100 წლისა გარდაიცვალა. ჯორჯ შულცს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 1982-1989 წლებში ეკავა.
ჯორჯ შულცი პოლიტიკური და საჯარო სამხახურებიდან 1989 წელს გადადგა, თუმცა აქტიური დარჩა როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში.
იგი ჰუვერის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტისა და ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის წევრი იყო.