ამერიკელების უმრავლესობა ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებას უჭერს მხარს. სოციოლოგიური გამოკითხვა ანალიტიკურმა კომპანია Ipsos-მა ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა 56% მომხრეა დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე წარდგეს და სახელმწიფო პოსტები აღარასდროს დაიკავოს, 43% კი ექსპრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგია.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 197 - წინააღმდეგ წავიდა.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.