ჰაიტიში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 23 ადამიანი დააპატიმრეს. დაკავებულთა შორის არიან უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე და პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზზე თავდასხმას გეგმავდნენ. ანტისამთავრობო აქციები პორტ ო პრენსში წლებია, გრძელდება. ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიც მწვავდება.
მოსახლეობის 60%-ის საშუალო დღიური შემოსავალი ჰაიტიში 2$-ზე ნაკლებია.