მიანმარში პოლიტიკოსის კორტეჟზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში პოლიტიკოსის კორტეჟზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში პოლიტიკოსის კორტეჟზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Xinhua მიანმარელი სამხედროების მთავარსარდალზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფება „მიანმარის ეროვნული დემოკრატიული ალიანსის არმიის“ 20 მებრძოლი თავს დაესხა ერთ-ერთი რაიონის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრის, კჰინ მაუნ ლუინის კორტეჟს.

თავდასხმის შედეგად 9 სამოქალაქო პირი და 3 პოლიციელი გარდაიცვალა, კიდევ 13 ადამიანი კი დაიჭრა.

1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.