ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისი წინამორბედისთვის, დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა სურს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის აზრით, ტრამპისთვის საიდუმლო ბრიფინგების ჩატარებას არაა აუცილებელი.

„რაში მდგომარეობს ამ ბრიფინგების ჩატარების აზრი? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას, გარდა იმისა, რომ ტრამპს შესაძლოა რაღაც წამოსცდეს?“ - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე თეთრი სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მსჯელობს. ტრადიციულად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ უფლება, მოითხოვონ და მოისმინონ დაზვერვის მოხსენებები, რომლებიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისთვის მზადდება.