აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა. ამის შესახებ წერილშია ნათქვამი, რომელიც მან გილდიის პრეზიდენტს, მსახიონ გაბრიელ კარტერის მისწერა. 24 იანვრით დათარიღებული წერილი ტელეკომპანია Fox News-მა გაავრცელა.
„ამ წერილს გწერთ გილდიის ე.წ. დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის წევრობის ჩამორთმევას ეხებოდა. ვის რაში ადარდებს? მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან.
ამ წერილით გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს", - წერს ტრამპი. ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მსახიობ კარტერისის შემოქმედებას არ იცნობს, თუმცა ამაყობს თავისი შესრულებული როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მარტო სახლში 2“, „უოლ სტრიტი“ და სხვ. დონალდ ტრამპი კინომსახიობთა გილდის წევრი 1989 წლიდან იყო.