გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს სავარაუდოდ ლინდა ტომას-გრინფილდი დაიკავებს

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს სავარაუდოდ ლინდა ტომას-გრინფილდი დაიკავებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე ლინდა ტომას-გრინფილდი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 18-მა წევრმა დაუჭირა, 4-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

გაეროში ამერიკის წარმომადგენლად ტომას-გრინფილდის დანიშვნის წინააღმდეგი იყო სენატორი ტედ კრუზიც, რის მიზეზადაც 2019 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონფუცის ცენტრში დიპლომატის სიტყვით გამოსვლას ასახელებდა. ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურას სენატში კენჭოს უახლოეს დღეებში უყრიან.