საპარალამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თეა წულუკიანის მხრიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის საჯაროდ გამოცხადების ფაქტმა პოლიტიკური და საზოგადოებრივ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა გვარამიას ეს პირადი ინფორმაცია, მისი თქმით, მობილურზე რამდენიმე ათასი ზარი და შეტყობინება მიუვიდა.
უფლებადამცველებისა და იურისტების ნაწილი აქტიურად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ უნდა დაიწყოს საკითხის შესწავლა, თუმცა, აქვე დასძენენ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმე, დიდი ალბათობით არ დაიწყება.
საინტერესოა, რამდენად ჰქონდა უფლება „ქართული ოცნების“ ლიდერს ნიკა გვარამიას პირადი მობილური ტელეფონის ნომრის გაჟღერების და სამართლებრივად, რა პროცესი შეიძლება წამოიწყოს ტელეკომპანიის დამფუძნებელმა თეა წულუკიანის წინააღმდეგ. ამ საკითხით For.ge დაინტერესდა და იურისტებს ესაუბრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით არჩილ კაიკაციშვილმა ჩვენთან ვრცლად ისაუბრა და საკითხი რამდენიმე კუთხით შეაფასა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერი თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს, იგულისხმება სხვისი პირადი მონაცემების საჯაროდ გამჟღავნების უფლება, თეა წულუკიანს მიეცემა გაფრთხილება და შესაძლოა, ფულადის სახით დაჯარიმდეს კიდევაც.
„საკითხი, რომელიც საპარლამენტო სხდომის დროს საზოგადოებამ იხილა, რამდენიმე კუთხით არის შესაფასებელი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომლის წარმოებაშია აღნიშნული საქმე, სწორედ ამ პრინციპების, ღირებულებების და კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების გაცვლა ევალება ყველას, ეს იქნება საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე.
ჟურნალისტის პერსონალური მონაცემის გაჟღერება, კერძოდ ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოთქმა უნდა შეფასდეს შემდეგი სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ დავადგინოთ ადგილი ჰქონდა თუ არა პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტს. საინდენტიფიკაციო ნომერი წარმოადგენს ფიზიკური პირის პერსონალურ ნომერს, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში საუბარია არა ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გაჟღერებაზე, არამედ ტელეფონის ნომრის გავრცელებაზე. პერსონალური მონაცემი, რომლის ქვეშ მოიაზრება საინდენტიფიკაციო ნომერი, მოცემულ შემთხვევაში ტელეფონის ნომერს არ გულისხმობს. ტელეფონის ნომერი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემებით.
მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელები, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი. კანონის თანამხად, ვთანხმდებით, რომ ტელეფონის ნომერი არის პერსონალური მონაცემი. თეა წულუკიანის მხრიდან გაჟღერებული იქნა თავისი არსით და შინაარსით პერსონალური ინფორმაცია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას - როდესაც პოლიტიკოსი პერსონალურ ინფორმაციას გასცემდა, ჰქონდა თუ არა მას, როგორც ადამიანს, ამ ინფორმაციის გაჟღერების სამართლებრივი საფუძველი.
ჩვენ მოვისმინეთ თეა წულუკიანის მხრიდან განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას გარკვეული პოლიტიკური შემადგენლის საკითხთან მიმართებით. მას, როგორც პოლიტიკოსს, კანონის თანახმად, საჯარო დებატების ფორმატში გამოხატვის თავისუფლების მიხედვით, ასეთი განცხადების სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევაფასოთ რა ტიპის განცხადება გააკეთა და ამ განცხადებამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის მაღალი ღირებულება შელახა თუ არა.
თუ ეს პერსონალური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან არის მოპოვებული, ამ შემთხვევაში თეა წულუკიანს გააჩნდა ასეთი ინფორმაციის, ამ დებატების ფორმატში გაჟღერების შესაძლებლობა. მიმდინარე საქმის წარმოების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა უპასუხოს, საიდან მოიპოვა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი, რომელიც მან პოლიტიკური დებატების დროს გააჟღერა. თეა წულუკიანმა უნდა მიუთითოს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო. თუ ასეთი წყარო არ იქნება მითითებული, პოლიტიკური დებატების დროს მან გამოიყენა პერსონალური ინფორმაცია, რომლის გამოყენებისთვის ლეგალური საჯარო წყარო იდენტიფიცირებული არ იყო.
თუ ვერ დაამტკიცებს ამას, თეა წულუკიანი ან გაფრთხილდება ან ჯარიმის სახით 500 ლარი დაეკისრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე სარგებლობდეს მაღალი საჯარო ინტერესით პრაქტიკისთვის - პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები უნდა მოერიდონ პერსონალურ ინფორმაციის გავრცელებას, თუ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო არ არსებობს“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა For.ge-სთან.
იურისტი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ შურისძიებას და ნიკა გვარამიას მობილური ნომრის საჯაროდ გამოცხადება არის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც სამართლებრივად კანონდარღვევაა.
„ეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, რადგან ტელეფონის ნომერიც არის ადამიანის პირადი ინფორმაცია, ამის გასაჯაროება არ შეიძლება, მით უმეტეს პარლამენტის წევრისაგან, რომელმაც ეს კანონმდებლობა ძალიან კარგად უნდა იცოდეს და არ უნდა იჭრებოდეს სხვის პირად სფეროში. აუცილებელია, რომ ეს საკითხი შესწავლილი იყოს და ამაზე მოახდინონ რეაგირება. ეს არის აუცილებელი, რომ ამან არ მიიღოს მასიური ხასიათი.
ეს იყო პოლიტიკური შურისძიების მომენტიც. იმ დროს, როდესაც არანაირი საჭიროება არ იყო, თეა წულუკიანმა გადაიტანა ამაზე აქცენტი და მისი პირადი ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. ამაზე თუ რეაგირება არ მოხდება, დღეს პოლიტიკურ სფეროში ისედაც ძალიან ხშირად ვხედავთ კანონმდებლობის დარღვევას. ავიღოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია - ძალიან ხშირად პოლიტიკური პირები ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს არღვევენ ისე, რომ არ უფიქრდებიან ამას“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ For.ge-სთან.
ნაცებს რომ მათთვის საინტერეო ყველა პიროვნების სამზარეულოსა და საძინებელში ვიდეოკამერა ედგათ და მაშინდელი კომპრომატებით დღემდე რომ აშანტაჟებენ უამრავ ადამიანს, ამაზე თუ ამოუღიათ ხმა ამ "უფლებადამცველებს"?
იმ ფარული ჩანაწერების საფუძველზე გაკეთებული ნიკა გვარამიას ფილმი - "ნოემბრიდან ნოემბრამდე", სადაც რუსეთის აგენტებად გამოაცხადეს ყველა, ვინც რუსულ ენაზე იყო დალაპარაკებული რუსეთის საელჩოს რომელიმე თანამშრომელთან და გადატრიალების მცდელობაში სდებდნენ ბრალს, თუ ახსოვთ იმათ, დღეს ლამის ეროვნულ ტრაგედიად რომ წარმოგვიდგინეს ნიკას ტელეფონის გასაჯაროება და თუ ახსოვთ, იქნებ ჩვენც გაგვახსენონ, რა ფორმით გამოხატეს მაშინ თავიანთი პროტესტი?!
მაგალითად, გია ხუხაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებით შეიცხადა ნიკას ამბავი და სულ ამორალური ეძახა თეა წულუკიანს: ამითი წულუკიანმა საფრთხე შეუქმნა გვარამიას სიცოცხლესო! :)))
ჰო, შეიძლება ნიკა გვარამიას ისეთი რამე აკადრონ ტელეფონით, რაც მას პირდაპირი ეთერით არ უკადრებია ვინმესთვის - ქალბატონი პრეზიდენტით დაწყებული, ქართული ბიზნესით დამთავრებული (ჩაგიფსით ღვინოშიო!..).
წადით, რა, საქმე ნახეთ!..