უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი განკარგულებით დაბლოკილი სამი ტელეარხი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ძირს უთხრიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„საინფორმაციო სივრცეში რუსული აგრესიის საფრთხესთან ბრძოლაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას მინდა ხაზი გავუსვა. მასმედიის წინააღმდეგ სანქციები ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უკრაინის უამრავი სახელმწიფო უწყების ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ეს არ არის სიტყვის თავისუფლების შელახვა. ეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, იმ ტელეარხებს, რომლებსაც სანქწიები დაუწესდა, უკრაინაში დეზინფორმაციის კამპანიისთვის აქტიურად იყენებდნენ, რაც მიმართული იყო რეფორმებისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წინააღმდეგ და აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენის გასაძლიერებლად.
3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა. სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა შემდეგ ტელეარხებს შეეხო: „112 უკრაინა“, NეწსOნე და ძIK. სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, რომელიც მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია. სამივე ტელეარხმა უკვე შეწყვიტა მაუწყებლობა. ამჟამად მათი სატელევიზიო კონტენტი Yოუთუბე-ზე არის ხელმისაწვდომი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სამი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია.
„ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ტელეარხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უკრაინაში მათ ხშირად იყენებდნენ, როგორც უცხოური პროპაგანდის ინსტრუმენტს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.