გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლას გმობს.
„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შორსაა კანონის უზენაესობისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.