რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. შესაბამის მონაცემებს უფლებადამცველი ცენტრი „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.
ყველაზე მეტი დაკავებულია მოსკოვში, კერძოდ, 828 ადამიანი.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.