ცუდო გოგო, ვამაყობ შენით, - ამ სიტყვებით რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მეუღლეს, იულია ნავალნაიას სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მიმართა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს გამუდმებით არღვევ. ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!“- განაცხადა ნავალნიმ.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს.