აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში გადაუღებლად თოვს.
უხვთოვლობამ პრობლემები ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის მცხოვრებლებს შეუქმნა, სადაც თოვლის საფარის სიმაღლემ 60 სანტიმეტრს გადააჭარბა.
დიდთოვლობამ სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. დროებით შეჩერდა ვაქცინაციის პროგრამა. ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დი ბლაზიომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.