აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის რეიტინგი 2%-ით დაეცა, ამის შესახებ the hill წერს.
ერთობლივი გამოკითხვა 28-29 იანვარს გამოცემა Hill-მა და კომპანია HarrisX-მა ჩაატარეს და მასში მონაწილეობა 945-მა რესპოდენტმა მიიღო. გამოკითხვის შედეგებით, ჯოზეფ ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 61% უჭერს.
ერთი კვირით ადრე თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 63%-ს შეადგენდა.
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა.