მოძრაობა Black Lives Matter მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

მოძრაობა Black Lives Matter მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

მოძრაობა Black Lives Matter მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, შესაბამისი ინიციატივით ნორვეგიის პარლამენტის წევრი, პეტერ ეიდე გამოვიდა.

მისი თქმით, მოძრაობა „მსოფლიოში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის“ განუყოფელი ნაწილი გახდა და ამ საკითხის მიმართ ინტერესი გაზარდა. პეტერ ეიდე აცხადებს, რომ იმ არეულობების მიუხედავად, რომლებიც თან ახლდა მოძრაობა Black Lives Matter-ის აქციებს აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მანიფესტაციების უმეტესობამ მშვიდობიანად ჩაიარა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ინციდენტების დიდი ნაწილი პოლიციელების ან კონტრაქციის მონაწილეთა მიერ იყო პროვოცირებული.

სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 2020 წლის 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს, ოქტომბერში კი მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

 

 

Katana . ჰო, მისცემენ კიდევაც!..
ბერნარდ შოუ - ნობელის შესახებ: "დინამიტის გამოგონება კიდევ შეიძლება აპატიო კაცმა, მაგრამ უნდა იყო კაცობრიობის მტერი, რომ დააარსო ნობელის პრემია!"
3 წლის უკან