გერმანიაში უცნობმა პირებმა საავადმყოფოდან 5 000 პირბადე მოიპარეს

გერმანიაში უცნობმა პირებმა საავადმყოფოდან 5 000 პირბადე მოიპარეს

გერმანიაში, ქალაქ ბერგიშ-გლადბახის საავადმყოფოდან უცნობმა პირებმა 5 000 პირბადე მოიპარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიციის ინფორმაციით, საავადმყოფოს საწყობიდან FFP2-ის ტიპის პირბადეებით სავსე 5 ყუთი 27 იანვარს დილით გაქრა.

ბოლოს საწყობში პირბადეები ერთი კვირის წინ, 18 იანვარს, ინვენტარის ყოველკვირეული შემოწმებისას ნახეს. მოპარული პირბადეების ღირებულება დაახლოებით 5 000 ევროა.

მომხდართან დაკავშირებით ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.