თავდაცვის მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს ესაუბრა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს ესაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლეონ პანეტამ  ირაკლი ალასანიას ავღანეთში  შეერთებული შტატების მოქმედების გეგმა გააცნო. საუბრის მთავრი თემა ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში ქართველი სამხედროების  ახალი  ფუნქციები იყო. 

ლეონ პანეტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები  აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ქართველი სამხედროების მამაცობასა და პროფესიონალიზმზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად. ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.

ამ  საკითხებზე მოლაპარაკებებს ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაგრძელდებს, სადაც 21-22  თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.