ჯორჯია მელონი: ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ

ჯორჯია მელონი: ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ

ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა.

ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვან სამუშაოს შევასრულებთ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

მისი თქმით, მოხარულია, რომ უკრაინისთვის ნატო- მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების წინადადება, რომელიც პირველად იტალიამ წამოაყენა, დღევანდელი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იქნება“.

ცნობისთვის, ჯორჯია მელონი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად უკვე თეთრ სახლში იმყოფება.